ფეხბურთი

14:30 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძე "ზესტაფონში" გადავიდა

"ზესტაფონმა" მართლაც კარგი შენაძენი გააკეთა: გიორგი ილურიძე გადაიყვანა. 22 წლის ნახევარმცველი შარშან გორის "დილადან" სპლიტის "ჰაიდუკში" გადავიდა, საიდან აპრილში წავიდა და ამ სეზონის დასაწყისში კვიპროსულ "ერმისს" შეუერთდა. ახლა კი, ისე რომ კვიპროსის ჩემპიონატი არც დაწყებულა, ილურიძე "ზესტაფონში" გადავიდა. ეს იმერული კლუბის საიტის ცნობით.

ილურიძემ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი "დილაში", როცა გუნდს გიორგი დევდარიანი წვრთნიდა და ევროტურნირებზე გამოდიოდა. სწორედ გიორგის დიდი დამსახურება იყო, რომ გორელებმა დანიის "ოლბორგი" და ხორვატული "ჰაიდუკი" გამოთიშეს.

ილურიძემ სეზონის ბოლომდე გააფორმა "ზესტაფონთან" კონტრაქტი.

0.112134