მცირე დასვენების შემდეგ, ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ და დღეს გუნდმა თითოჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება – ერთმანეთს “ზესტაფონი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდებიან.
როგორც მოგეხსენებათ, მზადების ამ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა რიგებს დააკლდნენ ნახევარმცველები ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან შარიქაძე და მცველი თედორე გრიგალაშვილი. სამივე ეს ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული.
სამაგიეროდ, ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ცნობით, ზემოიმერულ კლუბს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ახალწვეული გიორგი ილურიძე. რაც შეეხება მარტვილელებთან ხვალინდელ შეხვედრას, ის კლუბის ბაზის პირველ მოედანზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.