21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ილურიძე სათამაშოდ მზადაა და ხორვატული დერბისთვის ემზადება: 22 მარტს სპლიტის “ჰაიდუკი” ზაგრების “დინამოს” უმასპინძლებს და დიდი შანსია, ქართველიც გამოჩნდეს მინდორზე.
ილურიძეს იანვრის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც ტრავმა იყო. ისე, გიორგიმ ხორვატიაში პირველი მატჩი სწორედ “ჰაიდუკის” უპირველეს მტერთან, ზაგრების “დინამოსთან” ჩაატარა.
ზაგრებელები ლიდერობენ და ილურიძის “ჰაიდუკს”, რომელიც მეორე ადგილზეა, 10 ქულით უსწრებენ.