სპლიტის “ჰაიდუკის” ფორვარდი გიორგი ილურიძე ავტოავარიაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ არც ის და არც მისი თანამგზავრები არ დაშავებულან. ინტერნეტპორტალ slobodnadalmacija.hr-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ, ილურიძე თავისი ავტომობილით გადაადგილდებოდა და ერთ-ერთი ქუჩის გადაკვეთისას, ქართველის წინ მკვეთრად დაამუხრუჭა ავტომანქანამ, რომელსაც ქალი მართავდა. ილურიძე იძულებული გახდა საჭე გვერდით აეღო და ხეს შეეჯახა. ილურიძეს ტრავმა არ მიუღია და მეორე დღეს გუნდთან ერთად რიეკაშიც გაემართა, მაგრამ ამავე სახელწოდების გუნდთან 1:4 წაგებულ მატჩში 18-კაციან განაცხადში არ იყო.