თამაშგარე

12:20 | 21.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ილოცეთ იტალიის ნაკრებისათვის!”

იტალიის ქალაქ ბოლონიაში მცხოვრებმა 33 წლის დინო არჯეტამ, რომელიც “სკუადრა აძურას” თავგადაკლული გულშემატკივარია, ქალაქ ბოლონიის ცენტრალური კათედრალის მოძღვარსა და პროვინციის კარდინალს, მეტად უცნაური წერილი მისწერა.
წერილში წერია თხოვნა, რომ სანამ იტალიის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ყველა მღვდელმა მუდმივად ილოცოს ”სკუადრა აძურას’ წარმატებისათვის. ამას გარდა, დინო არჯეტა იმედს გამოთქვამს, რომ იტალიის ნაკრებს მღვდლების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც არ დაამადლიან ლოცვას.
როგორც იცით, რომის ამჟამინდელი პაპი ბენედიქტე, წარმოშობით გერმანელია და არ მალავს, რომ ახალგაზრდობაში ფეხბურთი ნამდვილად უყვარდა. მისი რჩეული გუნდი კი, გერმანიაში ყველაზე პოპულარული კლუბი, მიუნხენის ”ბაიერნი” იყო. რიგითი იტალიელი მღვდლები და კარდინალები, ალბათ იტალიის ნაკრებისკენ იქნებიან. გასჭრის თუ არა მათი ლოცვა და სურვილი, ამას სულ მალე გავიგებთ...
 

0.163479