მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა, უკრაინულ ინტერნეტგამოცემა Football.ua-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთხელ, დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი, საქართველოს ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებას 4 დღე მოუნდნენ.
-რეგრესირებადი ფეხბურთელების თემა გავაგრძელოთ: როგორ ფიქრობთ, როდესმე, დავით თარგამაძის დონეცკის “შახტარში” დებიუტი შედგება?
-“შახტარზე” ვერაფერს გეტყვით, ეს დონეცკელების საქმეა, ხოლო ჩვენ გუნდში, ეს ფეხბურთელი, თავისი დონით, სასტარტოში უნდა იყოს. თუმცა, მას ჯერ ტრავმა ჰქონდა, ხოლო შემდეგ მოიწამლა. სანამ მკურნალობდა, “მეტალურგი” 3:0 დავამარცხეთ. გასაგებია, რომ ასეთი მატჩის შემდეგ, თარგამაძით რომელიმე შეცვლა არ შემეძლო. პლუს, მას და ოქრიაშვილს ეროვნულ ნაკრებში ისტორია გადახდათ. ცოტა ხნის წინ, ნაკრების ყველა ფეხბურთელი კლუბში ერთი დღე-ღამის შემდეგ დაბრუნდა, ზოგი – ორი დღე-ღამის, მაგრამ მათ ოთხი დღე ველოდეთ. როგორც აღმოჩნდა, ნაკრების ადმინისტრატორებმა უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთი ყაზახეთის, კერძოდ, ალმათის გავლით აუღეს, რადგან ასე უფრო იაფი ჯდებოდა. შედეგად, ისინი ყაზახეთსა და უკრაინას შორის ოთხი დღე დახეტიალობდნენ.
- ამის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ მიმართეთ?
- დიახ, წერილი გავაგზანეთ და უკვე ყველაფერი ნორმალურადაა. ადრე, “დნიპროს” ქართველები კანკავა და ლობჟანიძე ორ დღეში ბრუნდებოდნენ, ხოლო ჩვენი ლეგიონერებისთვის უნდა გეცადა. ახლა, ყველა ერთად ჩამოდის.