მარიუპოლის “ილიჩივეცის” პრეზიდენტმა ვლადიმირ ბოიკომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს დავით თარგამაძესა და თორნიკე ოქრიაშვილს უპასუხისმგებლოები უწოდა.
“ჩემი აზრით, ისინი უპასუხისმგებლოები არიან. მათ შესახებ ბევრ ადამიანს მოუყოლია. მესმის, რომ ისინი ჩვენთან კონტრაქტით არიან დაკავშირებული, მაგრამ ვფიქრობ, საქმეს არასერიოზულად ეკიდებიან” – განაცხადა ბოიკომ ტელეარხ “2+2”-ის ეთერით.
თარგამაძე და ოქრიაშვილი, რომელთა სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, “ილიჩივეცში” იჯარით თამაშობდნენ და ახალი წლიდან მარიუპოლურ კლუბში კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებენ.