ფეხბურთი

11:49 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილიარამენდი: “სწორად მოვიქეცი”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა ასიერ ილიარამენდიმ თავისი ემოციები AS-ს გაუზიარა. 23 წლის ესპანელი გადადგმულ ნაბიჯს სწორად აფასებს.

“არდადეგებით ვტკბებოდი, როცა “რეალის” ინტერესის შესახებ გავიგე. თავიდან მხოლოდ საუბრები იყო, შემდეგ კი, წინადადებით მოგვმართეს. ჩემს ახლობლებთან ვისაუბრე და გაგდავწყვიტე, რომ უნიკალური შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გამეშვა. რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. “სოსიედადმა” ყველაფერი მომცა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადრიდში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პრესის მხრიდან მეტი ინტერესია მოსალოდნელი. ჩემი საქმე ვიცი – ყოველ ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე დავიხარჯები”, - განაცხადა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალს” ილიარამენდის ტრანსფერი დაახლოებით 39 მილიონი ევრო დაუჯდა.

 

0.124163