მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ბვვრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ბოლოს მაინც გადაწყვიტა დაქორწინება. იკერის რჩეული ალბათ ყველამ იცით, ვინცაა. მშვენიერი ესპანელი ჟურნალისტი, სარა კარბონერო მადრიდელ გოლკიპერს მეოთხე წელია ხვდება.
აქამდე კასილიასი ამბობდა, რომ დაქორწინება მისი და სარას ახირება არ იყო და სულაც რომ არ დაეწერათ ჯვარი, ამით არაფერი დაშავდებოდა. თუმცა, ახლა წყვილმა გადაწყვეტილება შეიცვალა და სულ მალე, მადრიდის ერთ-ერთ ეკლესიაში გრანდიოზულ ჯვრისწერას უნდა ველოდოთ.
იკერ კასილიასმა და სარა კარბონერომ ჯვრისწერის საბოლოო თარიღი ჯერ ვერ დაასახელეს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ქორწილი ზაფხულში გაიმართება და თან მაშინ, როდესაც უკრაინა-პოლონეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულებული იქნება.