ფეხბურთი

20:50 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იკარდის “ინტერში” დარჩენა უნდა

“ინტერის” 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ მილანურ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ბოლო დროს, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს “მონაკო” და მადრიდის “ატლეტიკო” იწვევენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ახალგაზრდა შემტევს იტალიაში დარჩენა სურს.

“იმ შემთხვევაში წავალ, თუ “ინტერი” გამაგდებს. გადაჭრით არასდროს არაფერი მითქვამს, მაგრამ კარიერის შექმნა აქ, “ინტერში” მინდა.” – ციტირებს იკარდის სიტყვებს Sky Sport 24.

იკარდი “ინტერში” პირველ სეზონს ატარებს. მილანური გუნდის მაისურით მან 19 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.12304