ფეხბურთი

10:56 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა

 

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ზუსტ დიაგნოზს უახლოეს დღეებში დაუსვამენ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით ის მძიმე დაზიანებას გადაურჩა.

მილანის “ინტერთან” მატჩის 86-ე წუთი მიდიოდა, როდესაც მარკო ანდრეოლი არგენტინელს ფეხებში ჩავაურდა და 26 წლის ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა.

Football Italia-ს ცნობით, საქმე არც ისე სერიოზულად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. იგუაინმა მარჯვენა ტერფი დაიზიანა და უმნიშვნელო სისხლდენა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, 3 მაისს რომში გასამართი იტალიის თასის ფინალში “ფიორენტინასთან” მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამაგიეროდ, გონსალოს ეს დაზიანება მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის.

0.103787