ფეხბურთი

10:47 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინის გუნდმა ხუციძისას აჯობა

როგორც ვიტყობინებოდით, ამერიკის თასის ღია გათამაშება კარგად დაიწყო დეიტონის „დატჩ ლაიონსმა“. ქვეყანის რანგით მე-3 საფეხბურთო ლიგის გუნდმა, სადაც ირაკლი ხუციძე ბურთაობს, 2 ბარიერი გადალახა და 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ახალ სათასო სტადიაზე კი  „ჰოლანდიელ ლომებს“ ამერიკული უმაღლესი ლიგის ბინადარ „კოლამბუს ქრუსთან“  მოუწიათ დაპირისპირება, თანაც მეტოქის მოედანზე. ეს მატჩი ამ დილით, გამთენიისას (ჩვენი დროით) დასრულდა და ქართველის გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრების მდგომარეობა მე-14 წუთზე დამძიმდა, როდესაც მათ მოთამაშე გაუძევეს. მიუხედავად ამისა, დეიტონელებმა პირველ ტაიმში საკუთარი კარი „მშრალად“ შეინარჩუნეს. კოლამბუსელებმა, რომელთაც პოლონელი სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რობერტ ვარჟიხა ავარჯიშებს და თუ ეს რამეს ნიშნავს, შემადგენლობაში მადრიდის „რეალიდან“ წასასვლელად გამზადებული  არგენტინელი ლეგიონერის, გონსალო იგუაინის უფროსი  ძმა - ფედერიკო იგუაინი ჰყავთ, 52-ე წუთზე მოახერხეს დაწინაურება. კაცნაკლულმა სტუმრებმა დიდი ძალისხმევის ფასად  78-ე წუთზე  ანგარიში გააყაიმეს, მაგრამ მალევე საკუთარ კარშიც მიიღეს ბურთი და საბოლოოდ „კოლამბუს ქრუმ“ 2:1 მოიგო. ცხადია, თასის გათამაშების მომდევნო რაუნდშიც ის ითამაშებს.

0.115079