“ნაპოლის” არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი საკუთარ გუნდს იტალიის სერია A-ს უახლოეს მატჩში, “უდინეზეს” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
ნეაპოლური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის თავდამსხმელმა გუნდის გუშინდელი ვარჯიში მარცხენა ფეხის კუნთების პრობელემების გამო ვადაზე ადრე დაასრულა.
ექიმების ვერსიით, გონსალოს რამდენიმე დღით დასვენება მოუწევს და 19 აპრილს “უდინეზეს” წინააღმდეგ თამაში გამორიცხულია. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა 17 გოლი გაიტანა.