კალათბურთი

4:29 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე პოლონეთი იქნება და ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე, მომავალი მატჩი უაღრესად დიდი დატვირთვის იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრების საღამოს ვარჯიშის შემდეგ, სასტუმროში დაბრუნებულ გუნდის მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ფედერაციის პრეს-სამსახურმა მინი-ინტერვიუ ჩამოართვა.

- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერია, ყველა რგოლში დაბალანსებულად დაკომპლოქტებული და ბრძოლისუნარიანი.

- ალბათ იცით, რა დაუპირისპიროთ პოლონეთს, ამ მატჩისთვის ხომ დიდი ხანია, ემზადებით.

- რა თქმა უნდა, პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით. ტაქტიკის შერჩევა ერთია და შესრულება – მეორე. ყველაფერი ბიჭებზეა დამოკიდებული. ყველამ უნდა მოინდომოს და მაქსიმუმი გაიღონ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.

- ნაკრები როგორ ფორმაშია, რას იტყვით ჩვენს გუნდზე?

- უკვე მე-6 წელია საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი და მინდა, ვთქვა, რომ გუნდს თავისი სახე აქვს და საკმაოდ გამოცდილია. ნაკრები ვერ არის ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ ძალა მაინც გააჩნია. ეს ამ მოსამზადებელ ეტაპზეც ვაჩვენეთ, სერბეთთან და ლიტვასთან ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. კარგად ვითამაშეთ ასევე საფრანგეთთან პირველი ტაიმი. ნაკრები კარგ ფორმაშია და ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

www.worldsport.ge-ს ფოტორეპორტიორის ლაშა კუპრაშვილის ფოტოები სლოვენიიდან

0.695178