ფეხბურთი

22:32 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი ვან მარვეიკი

„ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, ბერტ ვან მარვეიკს ისეთი დებიუტი ჰქონდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. დღეს, მისი დამოძღვრილი გუნდი „ნიურნბერგს“ ეწვია და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.

სტუმრებს ტაიმი ვან მარვეიკის თანამემამულემ – რაფაელ ვან დერ ვარტმა მოაგებინა, რომელმაც ჰაიკო ვესტერმანის ჩაწოდების შემდეგ, ძალზე ეფექტური დარტყმა შეასრულა და ტურის ერთ–ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

შეხვედრის მე–2 ნახევარში, პიერ–მიშელ ლასოგას ჯერი დადგა, რომელმაც ნიურნბერგელებს ჰეთ–თრიქი შეუსრულა და ყველანაირი იმედი გადაუწურა. მატჩის საბოლოო შედეგი ტოლგაი არსლანმა დააფიქსირა, რომელმაც მეკარეს შეცდომა არ აპატია და დაუცველ კარში იოლად მოათავსა ბურთი – 0:5.

რაც შეეხება მეორე მატჩს, „ფრაიბურგი“ „აინტრახტს“ დაუხვდა და ქულა მოიპოვა. გუნდებმა ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს და ქულები გაიყვეს.

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 38042

ნიურნბერგი – ჰამბურგი 0:5 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, ჩენდლერი, პოგატეცი, პლატენჰარდტი, გლოუშეკი, კიოტაკე (შტარკი 73), ჰასებე, ფრანცი (ფოილნერი 66), პეკჰარტი, დრმიჩი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, იანსენი, ვესტერმანი, ტა, ვან დერ ვარტი, არსლანი (ირაჩეკი 81), ბადელი, ჩალხანოღლუ, ზუა (ბაისტერი 61), ლასოგა (რუდნევი 85).

მწვრთნელი: ბერ ვან მარვეიკი

გოლი: 0:1 ვან დერ ვარტი (17), 0:2 ლასოგა (60), 0:3 ლასოგა (63), 0:4 ლასოგა (68), 0:5 არსლანი (74)

გაფრთხილება: პოგატეცი (76)

კარში დარტყმა: 7 (3) – 16 (10) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 5 – 3

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 23300

ფრაიბურგი – აინტრახტი 1:1 (0:0)

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, გიუნტერი (კლაუსი 76), გინტერი, ფერნანდესი (ჰეფლერი 73), შუსტერი, კოკლენი, შმიდი, ფრაისი (ჰანკე 70), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ჯაკპა, სამბრანო, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა, ინუი, აიგნერი (ლაკიჩი 63), როდე (ფლიუმი 54), კადლეცი (ჩელოცი 88).

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 0:1 გიუნტერი (64), 1:1 ჰეფლერი (86)

გაფრთხილება: შმიდი (75), ჰეფლერი (90) – ჯაკპა (48), ფლიუმი (80)

გაძევება: ფლიუმი (90)

კარში დარტყმა: 12 (9) – 11 (5) ჯარიმა: 14 - 23 კუთხური: 7 - 10 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 4 – 8

 

1. ბაიერნი 8 6 2 0 15:3 20
2. დორტმუნდი 8 6 1 1 21:7 19
3. ლევერკუზენი 8 6 1 1 18:8 19
4. გლადბახი 8 4 1 3 19:13 13
5. ჰანოვერი 8 4 1 3 11:11 13
6. ჰერტა 8 3 3 2 14:9 12
7. შტუტგარტი 8 3 2 3 16:10 11
8. შალკე 8 3 2 3 14:17 11
9. ვერდერი 8 3 2 3 9:12 11
10. ჰოფენჰაიმი 8 2 4 2 20:20 10
11. მაინცი 8 3 1 4 12:17 10
12. აუგსბურგი 8 3 1 4 9:15 10
13. აინტრახტი 8 2 3 3 11:13 9
14. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:11 9
15. ჰამბურგი 8 2 2 4 17:19 8
16. ნიურნბერგი 8 0 5 3 9:17 5
17. ფრაიბურგი 8 0 4 4 9:18 4
18. ბრაუნშვაიგი 8 1 1 6 5:18 4

 

მომდევნო ტური:

18 ოქტომბერი: ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი.

19 ოქტომბერი: დორტმუნდი – ჰანოვერი, ბაიერნი – მაინცი, ვერდერი – ფრაიბურგი, ბრაუნშვაიგი – შალკე, აინტრახტი – ნიურნბერგი, ჰერტა – გლადბახი.

20 ოქტომბერი: ჰამბურგი – შტუტგარტი, აუგსბურგი – ვოლფსბურგი.

ბომბარდირები: იბიშევიჩი („შტუტგარტი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), ნ.მიულერი („მაინცი“) – 6.

0.115671