შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველმა ადემ ლიაიჩმა კლუბი შეიცვალოს. სერბის გადაბირება “მილანსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” სურთ, მაგრამ, ჯერჯერობით, “იების” მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და 15 მილიონ ევროს არ იხდიან.
“სატრანსფერო სეზონი მალე დასრულდება და ლიაიჩის თემაც ამოიწურება. ჯერჯერობით, ის ჩვენთანაა, მაგრამ შესაძლოა, დარჩენილ დღეებში ყველაფერი მოხდეს”, - განუცხადა ფლორენციელთა სპორტულმა დირექტორმა სანდრო მენკუჩიმ Football Italia-ს.
ცნობისათვის, ლიაიჩს “ფიორენტინასთან” კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება.