გუნდის ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე დარჩენის მიუხედავად, „პარი სენ ჟერმენი“ მოგებებს განაგრძობს. ლორან ბლანის გუნდმა ლიგა ერთის ზედიზედ მე-8 თამაში მოიგო და აქედან ბოლო 6 ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.
იბრაჰიმოვიჩის არყოფნაში, პსჟ-ს „მთავარი მეგოლის“ როლი „რეიმსის“ მარჯვენა მცველმა, აისა მანდიმ შეასრულა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში 2-ჯერ ჩაჭრა. სანამ საქმეში ალჟირელი ფეხბურთელი ჩაერთვებოდა, ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა. მანდიმ კი ავტოგოლები მე-2 ტაიმში გაიტანა.
თამაშის 9 კაცით დასრულების მიუხედავად, 3 ქულა აიღო „ლილმა“, რომელიც მე-2 ადგილისთვის იბრძვის. რენე ჟირარის გუნდმა, პირველ ტაიმში, ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 68-ე და 69-ე წუთებზე, „ლილს“ 2 ფეხბურთელი გაუგდეს, მაგრამ დარჩენილ დროში „ტულუზამ“ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა და 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ბოლო 6 თამაშში პირველად მოგების ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან „ბორდომ“. ფრანსის ჟილოს შეგირდები „რენს“ მასპინძლობდნენ და ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მათ მეტოქეს ქულის მოპოვების საშუალება მისცეს.
2:0 დაწინაურების მიუხედავად ვერ მოიგო ვერც „სოშომ“, რომელმაც „ბასტიას“ 2 ბურთი პირველ ტაიმში გაუტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ ამდენივე თავად გაუშვა.
პსჟ-რეიმსი 3:0 (1:0)
პარიზი, “პარკ დე პრენსი” 46440
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი (კამარა 65), მარკინიოსი, სილვა, დინე, რაბიო, კაბაიე, პასტორე, ლუკასი (ონჟენდა 72), კავანი (ლავესი 65), მენეზი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
რეიმსი (4-3-3): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, დევო, კრიშოვიაკი, ონიანჟი (კურტე 79), ფორტესი, დე პრევილი (შაბრონიე 68), აიტე (დიეგო 79).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლები: 1:0 კავანი (43), 2:0 მანდი (48, ს.კ.), 3:0 მანდი (89, ს.კ.).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი 68, ფორტე 79.
მსაჯი: ლორან დუამელი.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 12 (4)-10 (1), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 6-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 6-10.
ბასტია-სოშო 2:2 (0:2)
ფურიანი, “არმან სეზარი”
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე, სკილაჩი, მოდესტო, არეკი (სისე 59), საბლი (ილანი 87), რომარიკი, რასპენტინო (კაზრი 46), ბუდებუზი, პალმიერი, ბრუნო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, სუნზუ, კარლაო, მარანჟი, სინკალა, პრჩიჩი (ზუმა 74), კორშია (ბუკარი 84), რუდე, კონტუ, ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
გოლები: 0:1 ჯ. აიუ (45), 0:2 კორშია (45+1), 1:2 ბრუნო (53), 2:2 სისე (68).
გაფრთხილებები: სკილაჩი 87 - სუნზუ 35, პრჩიჩი 58, ზუმა 83.
მსაჯი: ალბერ დელერუ.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (3)-13 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-1, ჯარიმა: 13-18.
ბორდო-რენი 2:2 (1:0)
ბორდო, “შაბან დელმა”
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, სანე, პლანუსი, ორბანი, როლანი, ტრაორე, სერტიჩი, მორის-ბელე, სევე (დიაბატე 79), ოარო.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
რენი (4-1-2-3): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, არმანი, მ’ბენგი, კონდრასენი, დუკურე (კადირი 65), მაკუნი (ბოიე 81), გროსიცკი (მორეირა 87), ტოივონენი, ალესანდრინი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
გოლები: 1:0 ოარო (37), 2:0 როლანი (61), 2:1 დუკურე (64), 2:2 ალესანდრინი (69).
გაფრთხილებები: ტოივონენი 85, გროსიცკი 87.
მსაჯი: მარსელ ლეზაჟი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 14 (5)-5 (2), კუთხური: 9-1, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-3, ჯარიმა: 12-12.
გენგამი-მონპელიე 1:2 (0:2)
გენგამი, “რუდურუ”
გენგამი (4-4-2): სამასა, პერეირა, კერბრა, სორბონი, დოს სანტოსი, ბოვუ, სანკარე, დიალო (ატიკი 46), ჟირესი (დუნიამა 46), იატაბარე, მანდანი (ალიუი 72).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, ჟებუ, ილტონი, ელ კაუტარი (კონგრი 77), ტიენე, საიჰი (მარტინი 46), სტამბული, სანსონი, კაბელა, კამარა, ნიანგი (დეპლანჟი 65).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
გოლები: 0:1 ტიენე (25), 0:2 სტამბული (27), 1:2 იატაბარე (62).
გაფრთხილებები: სანკარე 23, პერეირა 35 - ტიენე 71.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 19 (7)-11 (6), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-6, ჯარიმა: 12-12.
ლორიანი-ევიანი 1:1 (1:0)
ლორიანი, “მუსტუა”
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე, ეკუელ მანგა, გერეირო, ჟუფრე (პელე 50), კუტადო, ტრაორე (ბურილონი 54), მონე-პაკე, აბუბაკარი, ალიადიერი (დიალო 74).
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
ევიანი (4-3-3): ჰანსენი, აბდალა, კამბონი, მონგონგუ (მენსა 78), საბალი, ტიე ბი, ვასი, სორლინი, ბენეზე, რუბენი (ბარბოსა 83), ბერიგო (ნ’სიკულუ 69).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 1:0 ალიადიერი (5), 1:1 ვასი (70).
გაფრთხილებები: ჟუფრე 44 - რუბენი 80, ტიე ბი 81.
მსაჯი: სტეფან ჟოშემი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 8 (3)-15 (6), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-2, ჯარიმა: 12-10.
ტულუზა-ლილი 1:2 (0:2)
ტულუზა, “მუნისიპალი”
ტულუზა (4-1-3-2): ბუშე, ორიე, ვესკოვაცი, იაგო (რეგატინი 75), სილა (აკპა აკპრო 55), სპაიჩი, დიდო, აგილარი, შანტომი, ბენ იედერი, ბენ ბაზა (რომანი 55).
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, გეიე, ბალმონი, მარტინი (სიდიბე 72), დელაპლასი, კალუ (როდელინი 89), რუ (მეიტე 76).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
გოლები: 0:1 რუ (26), 0:2 კალუ (42, პენ), 1:2 ორიე (90+3).
გაფრთხილებები: იაგო 17, აგილარი 65 - ბალმონი 5, ბერია 31, სუარე 36.
გაძევებები: ბერია 68, სუარე 69.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 6 (4)-13 (5), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 11-18.