ფრანგული “პარი სენ_ჟერმენის” ფორვარდის – ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ Marca იუწყება.
ედინსონ კავანის ტრანსფერის შემდეგ, შვედ მეგოლეს პარიზის დატოვება სურს და მადრიდში გადაბარგების წინააღმდეგიც არაა. “რეალში” სათამაშოდ, იბრაჰიმოვიჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა. სადღეისოდ, მისი წლიური ანაზღაურება 14 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია, რომ “რეალის” ახლადდანიშნულ თავკაც კარლო ანჩელოტის ყოფილი შეგირდის ტრანსფერი დიდად არ ხიბლავს და სხვა ვარიანტებს ეძებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობენ.