პსჟ-ის შვედ ვარსკვლავს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ წლეულს მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალუძს: “ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გუნდს ყველაფერი აქვს, - ამაყად განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა, - ახლანდელ შემადგენლობაში უმაღლესი კლასის ოსტატები თამაშობენ და რაც მთავარია, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს წინსვლისათვის და მიმაჩნია, რომ უკვე ავედით გრანდების დონეზე. ჩვენ ევროპის ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ.”
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პარი სენ ჟერმენის” მეტოქე ლევერკუზენის “ბაიერი” იქნება.