ფეხბურთი

20:06 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “თუ ოცნებობ, მესიზე უნდა იოცნებო”

“პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი გუნდის მიერ ლიონელ მესით დაინტერესების საკითხს გამოეხმაურა. “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის თქმით, თუ არგენტინელის ყიდვა შესაძლებელი იქნება, პარიზელები ამ შანსის გამოყენებას შეეცდებიან.

“თუ მესი გასაყიდ ფეხბურთელთა შორის მოხვდება, პსჟ ამ მიმართულებით იაქტიურებს. თუ ოცნებობ, უნდა იოცნებო დიდ რამეზე და თუ დიდ რამეზე ოცნებობ, ესეიგი მესიზე ოცნებობ.” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მესისთან ერთად, “ბარსელონაში”, ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა.

0.113412