ფეხბურთი

16:53 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის “წლის ადამიანია”

 

“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალ GQ-ს ვერსიით საფრანგეთის “წლის ადამიანად” დასახელდა. “წლის სპორტსმენი” კი იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი ბლეზ მატუიდი გახდა.

გასულ სეზონში 32 წლის შვედმა “პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. თავად კი 34 ტურში გატანილი 30 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში პორტუგალიის ნაკრების კარი ორჯერ აიღო. თუმცა შვედებმა ბრაზილიის საგზურის მოპოვება ვერ შეძლეს და მუნდიალი ზლატანის გარეშე ჩაივლის.

0.122882