ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილად ძალიან დააკლდება მსოფლიო ჩემპიონატს. შვედეთის ნაკრები ვერ აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც პორტუგალიას აჯობებდა და "იბრაც" ნამატჩევს გულგატეხილი იყო:
"ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარასოდეს ვითამაშებ. ეს ჩემი ბოლო ცდა იყო. ერთი ვიცი: მუნდიალს არ ვუყურებ. არაფერია იქ სანახავი, როცა მე არ ვიქნები... ასე რომ, არც კი ველოდები მუნდიალის დაწყებას. ვულოცავ პორტუგალაის, თუმცა ჩვენც ვიმსახურებდით გასვლას. ძალიან გულგატეხილი ვარ, რომ შვედეთის ნაკრები ბრაზილიაში ვერ წავა".