ფეხბურთი

20:31 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს

“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ჩელსისთან” მატჩში მიღებული დაზიანებაა.

შვედმა თავდამსხმელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის 68-ე წუთზე მიიღო. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ზლატანი “ჩელსისთან” განმეორებით შეხვედრაში ვერ ითამაშებდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მინიმუმ ერთი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, იბრა ნახევარფინალის ორივე თამაშს გამოტოვებს.

“გამოკვლევის შედეგებს ველოდებით, მაგრამ ცნობილია, რომ იბრაჰიმოვიჩს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება.” – განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა, ალ-ხელაიფიმ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მიმდინარე სეზონში, 42 თამაში ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 8 შეხვედრაში, მან მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.

0.136306