“პარი სენ ჟერმენის” შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მის პიროვნებაზე ცუდი წარმოდგენის მქონე პირებს მოუწოდებს, ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავონ.
“პრესაში ხშირად ვკითხულობ, რომ ხალხს ქედმაღალი, თავხედი და რთული ხასიათის მქონე ადამიანი ვგონივარ. ახალგაზრდობაში ასეც იყო, მაგრამ ახლა რომ შემხვდეთ, ალბათ იტყვით: “სულ სხვანაირი წარმომედგინე”.
არასდროს შეაფასოთ ადამიანი მანამ, სანამ მას პირადად არ შეხვდებით. პირადად მე, ასე ვიქცევი.
სადაც მითამაშია, ყველგან მომიგია, მაგრამ გახარებული მხოლოდ მაშინ ვიყავი, როდესაც თანაგუნდელები, გულშემატკივრები და ჩემი გარშემომყოფები ბედნიერები იყვნენ. დიდი გული მაქვს.” – ციტირებს ზლატანის სიტყვებს BBC.