ფეხბურთი

19:00 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა კაბაიეს ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა “ნიუკასლის” ნახევარმცველის, იოან კაბაიეს “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის წინააღმდეგნი არიან.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი არ მალავს, რომ მას ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები “ნიუკასლის” 28 წლის შუახაზელს, იოან კაბაიეს უმიზნებენ, რომელსაც ინგლისელები 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

სწორედ ფეხბურთელის ფასი ქმნის პრობლემას, მაგრამ არა კლუბის ხელმძღვანელობისთვის, არამედ ფეხბურთელებისთვის. იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა მიიჩნევენ, რომ მოთამაშისთვის, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი არაა, 30 მილიონი ევრო ძვირია.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, იბრაჰიმოვიჩი და სილვა ლორან ბლანსა და კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ ჰელაიფის შეხვდებიან. ამ შეხვედრის თემა სწორედ კაბაიეს ტრანსფერი იქნება.

0.115687