ფეხბურთი

16:51 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი და კლოპი – გულიანი შეხვედრა

“დორტმუნდის” მწვრთნელი იურგენ კლოპი და პსჟ-ის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ციურიხში, “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალისას შეხვდნენ ერთმანეთს. მათი გზები აქამდე არასოდეს გადაკვეთილა და გაისაუბრეს, რაც გერმანულ მედიას არ გამოჰპარვია.

იბრა: - როდის დამპატიჟებ დორტმუნდში?

კლოპი: - ოჰ, ახლა გაჩერდი. მაშინ, მთელი გუნდი უნდა გავყიდო.

იბრა: - არა, უფასოდ გადმოვალ.

კლოპი: - თუ ასეა, ყველაფერი მშვენივრად იქნება.

იბრა იქვე მდგომ ჟურნალისტს: - გაიგეთ, რა მითხრა? მე გადავდივარ “დორტმუნდში”. თუ პსჟ-ის პრეზიდენტი ხელს არ შემიშლის.

კლოპი: - თუ გინდა, შეგიძლია დამირეკო.

იბრა: - საერთოდ როგორაა საქმე?

კლოპი: - ყველაფერი კარგადაა.

იბრა: - მოხარული ვარ, თქვენ ძლიერ გუნდს რომ ვუყურებ.

კლოპი: - გმადლობთ. ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

იბრა: - თავდაუზოგავი შრომის, რომელსაც სხვებიც ამჩნევენ.

კლოპი: - დიახ, ულაპარაკოდ. მე კი ვტკბები შენი თამაშით.

იბრა: - მადლობას გიხდით, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. 

 

ეს ყველაფერი ჯერჯერობით ხუმრობად მიიღეს...

0.186531