ფეხბურთი

19:13 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”

 

“პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

“ევროტურნირები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიმაჩნია, რომ თუ მეოთხედფინალურ ეტაპს დავძლევთ და ნახევარფინალში გავალთ, ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

პროექტი პსჟ 2 წელია არსებობს და ჩვენ განვითარებას განვაგრძობთ. ჩემის აზრით, მიმდინარე სეზონში, გუნდი კიდევ უფრო გაიზარდა.” – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პარი სენ ჟერმენი” გერმანულ “ლევერკუზენს” დაუპირისპირდება.

0.126726