პსჟ-ს თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოხარულია მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის ახალი კოტრაქტით და აცხადებს, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ეს დაიმსახურა.
"ამ სეზონში მწვრთნელმა თავისი საქმე კარგად გააკეთა და იგი დარჩენას ნამდვილად იმსახურებს. ბლანმა თავისი სამწვრთნელო კლასი გამოავლინა, ძალიან კარგი ადამიანია და კლუბიც ენდობა. დარწმუნებული ვარ, ბლანი შემდეგ წელს უფრო ნაყოფიერად იმუშავებს."
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ლორან ბლანს კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ფრანგმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.
გიორგი ბალახაძე