“პარი სენ-ჟერმენის” ტრავმირებული მეგოლე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლაზარეთში სამ კვირას გაატარებს. Goal-ის ცნობით, შვედი ფორვარდი მკურნალობის კურსს სამშობლოში გაივლის.
ამგვარად, იბრაჰიმოვიჩი თავის გუნდს “ლიონთან” საფრანგეთის თასის ფინალურ მატჩში დააკლდება. აღნიშნული შეხვედრა 19 აპრილს ჩატარდება. გარდა ამისა, ვეტერანი თავდამსხმელი საფრანგეთის ჩემპიონატის რამდენიმე ტურსაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ლონდონის “ჩელსისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში დაშავდა.