ბაქოს “ინტერმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის “გარადაგ-ლოკბატანთან” ჩაატარა და 2:0 გაიამრჯვა.
ბაქოელთა შორის ერთი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელმაც მე-80 საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მანამდე, 47-ე წუთზე თავი ვაგიფ ჯავადოვმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ იაშვილის გარდა, “ინტერში” კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე გამოდის.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის პირველ ტურში, “ინტერი” საკუთარ მოედანზე აგდამის “ყარაბაღს” შეხვდება, სადაც ნიკა გელაშვილი თამაშობს.