ფეხბურთი

16:44 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი უკრაინის მეორე ლიგაში ითამაშებს

დავით იაშვილი, რომელიც კიევის “დინამომ” თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, კარიერას უკრაინის მეორე ლიგის საფეხბურთო კლუბ “ობოლონ-ბროვარში” გააგრძელებს.

შარშან დეკემბერში, იაშვილი “დინამოში” სწორედ “ობოლონიდან” გადავიდა, რომელიც მაშინ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. 20 წლის ქართველმა მცველმა, კიეველთა დუბლშემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.

იაშვილს უკრაინული პასპორტი აქვს და ლეგიონერად არ ითვლება. შესაბამისად, უკრაინის მეორე ლიგაში თამაშის უფლებაც აქვს. სხვათა შორის, პროფესიონალური კარიერა, სწორედ “ობოლონში” დაიწყო.

0.109999