ფეხბურთი

17:11 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

ბაქოს “ინტერის” ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე იაშვილი კარიერის დასრულებას აპირებს.

ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული 36 წლის შემტევმა კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაასრულოს, როდესაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდება.

იაშვილი “ინტერში” შარშან ზაფხულში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმიდან” გადავიდა და ბაქოელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. მან 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.10653