აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა apasport.az-ის ინფორმაციით, ალექსანდრე იაშვილი თურქულ შეკრებაზე მყოფ ბაქოს “ინტერს” შეურთდა.
35 წლის შემტევი, რომელმაც გასული სეზონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ “ბოხუმში” დაასრულა, “ინტერთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რაც შეეხება დავით კვირკველიას, apasport.az-ის ცნობით, ქართველი მარცხენა მცველი თურქეთში “ინტერის” საწვრთნელ ბანაკში არ იქნება. თუ ის და “ინტერი” შეთანხმდნენ, მაშინ კვირკველია ბაქოელებს ავსტრიულ შეკრებაზე წაჰყვება.
აწ დასრულებული სეზონის მერე, “ინტერი”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა, გიორგი ადამიამ და რევაზ თევდორაძემ დატოვა. გუნდში დარჩნენ გიორგი ლომაია და ბაჩანა ცხადაძე.