იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მორიგი ოლიმპიური სტადიონი შენდება. მიუხედავად იმისა, რომ “ამომავალი მზის ქვეყანაში“ უახლოეს წლებში არანაირი ოლიმპიადის გამართვა არ იგეგმება, იაპონელები ახალ სპორტულ არენებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიან და მათ ამ მშვენიერ საქმეში, იაპონიას ხელის თავსდმატყდარმა ვერანაირმა უბედურებამ ვერ შეუშალა.ახალი ოლიმპიური სტადიონი, რომლის მშენებლლობა ტოკიოში უკვე დაწყებულია, დაახლოებით 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და როდესაც საბოლოოდ აშენდება, 50-მდე სპორტის სახეობაში გახდება შესაძლებელი ამ სტადონზე შეჯიბრებების ჩატარება.იაპონიის ხელისუფლების სურვილითა და ინიციატივით, სტადიონს რამდენიმე თვის წინ, ოტოიას ატომურ ელექტროსადგურზე გარდაცვლილი გმირი ინჟინრების სახელი ეწოდება. ეს ის ინჟინრები არიან, რომლებიც საკუთარი სურვილით წავიდნენ უეჭველ სიკვდილზე, ანუ ატომური სადგურის შესაკეთებლად და ამ გზით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.