"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის შემტევმა ადნან იანუზაიმ, "სანდერლენდთან" ორი გოლის გატანით, რამაც მის გუნდს გამარჯვება (2:1) მოუტანა, სახელი გაითქვა. იანუზაიზე უკვე ვწერდით, რომ ის, კოსოვოელი ალბანელია, თუმცა ბელგიაშია დაბადებული. ახლა საინტერესოა, რომელი ქვეყნის ნაკრებში თამაშს აირჩევს ფეხბურთელი.
მშობლები, გასაგებია, კოსოვოელი ალბანელები არიან, მაგრამ მას ურევია სერბული და ასევე, თურქული სისხლი. ამ დროს კი, ხორვატებმაც მოინდომეს იანუზაის გადაბირება – მას ხორვატული ფესვები აქვსო. ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა უკვე დაიწყო მუშაობა ადნანის საკითხზე.
თავად ფეხბურთელი ჯერ ფიქრობს და კომენტარს არ აკეთებს.