“ტოტენჰემის” მცველმა იან ვერტონგენმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგიერთები მისი გუნდის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ. ფეხბურთელი დარწმუნებულია, “ტოტენჰემი” მიმდინარე სეზონში მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. 1 დეკემბერს ლონდონელები პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებენ.
“ჯერ ძალიან ადრეა “ტოტენჰემის” ჩამოწერა. წარუმატებელი მატჩები წინა სეზონშიც გვქონდა, მაგრამ კარგად გაიხსენეთ, როგორ ჩავატარეთ დეკემბერ-იანვრის თამაშები. ზამთრის თვეები ახლაც მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და მაღალი შედეგისთვისაც ვიბრძოლებთ. საგანგაშო არაფერია, მით უმეტეს, როცა გათამაშების ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა” – განაცხადა ვერტონგენმა.
12 ტურის შემდეგ “ტოტენჰემი 20 ქულით მე-9 ადგილზეა და ლიდერ “არსენალს”8 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ “ლივერპულსა” და “ჩელსის” – 4-4 ქულით.