ინტერვიუები

10:34 | 26.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

იაკუბუ: “სათამაშო დრო მჭირდება”

ნიგერიელმა თავდამსხმელმა, იაკუბუ აიეგბენმა, მიმდინარე სეზონში “ევერტონის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის მიზეზი ნიგერიელის გახშირებული ტრავმიანობაა. მიუხედავად ყველაფრისა, იაკუბუს შემადგენლობაში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს მანამ, სანამ აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრება.
- მიმდინარე სეზონში “ევერტონი” თავის შესაძლობებს სრულად ვერ ავლენს. თქვენთვის ცნობილია ამის მიზეზები?
- ვფიქრობ, რომ გვაკლია რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგალითად არტეტა, იაგიელკა, ნევილი. როგორც კი ისინი დაბრუნდებიან და ჩვენ რამდენიმე თამაშს მოვიგებთ, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. პირადად მე ვაპირებ უახლოეს მომავალში რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას, რადგან ანგოლაში, აფრიკის თასის გათამაშებაზე მშვიდად წავიდე.
- როგორ მდგომარეობაში ხართ გამოჯანმრთელების შემდეგ?
- საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე და ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. იანვრის შუაში აუცილებლად დავიბრუნებ ძველებურ ფორმას. თუმცა, ახლაც ვფიქრობ, რომ 100 პროცენტით მზად ვარ სათამაშოდ. ახლა მმართებს საკუთარი შანსისთვის დალოდება და მისი გამოყენება.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ისევ ისეთივე შედეგიანი მოთამაშე გახდეთ?
- მჭირდება სათამაშო დრო, მეტი არაფერი. თუ მომეცემა სათამაშო დრო, გოლების გატანას მოვახერხებ. ეს გოლები კი დღეს “ევერტონს” ძალიან სჭირდება.
 

0.115979