ფეხბურთი

20:30 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაიას “სიტიდან” წასვლა არ სურს

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერის იაია ტურეს გუნდიდან წასვლის შესახებ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოტდივუარელი კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტის გამო “სიტიდან” წასვლას აპირებდა, თუმცა გუშინ SkySports-მა ტურეს კომენტარი გამოაქვეყნა:

“ბევრი განსხვავებული ჭორი გავრცელდა, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ და “სიტიში” თამაში კონტრაქტის ბოლომდე მსურს. არანაირი უთანხმოება არ არსებობს და ყველაფერი კარგადაა” – განაცხადა ტურემ.

გასულ სეზონში ტურემ 49 მატჩში 24 გოლი გაიტანა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგია.

ლევან გოგოტიშვილი 

0.11408