“მანჩესტერ სიტის” კოტდივუარელი ვარსკვლავი იაია ტურე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი გახდა. ის გარემოს დაცვის პროგრამაში მონაწილეობს და სპილოების გადარჩენას აპირებს. ტურეს თქმით, მის სამშობლოში სპილოებს უმოწყალოდ ანადგურებენ და დღეისათვის დაახლოებით 800 სპილოღა დარჩა ცოცხალი: “თუ ასე გაგრძელდა, აფრიკულ სპილოს გადაშენება ემუქრება, არადა ჩვენს კონტინეტზე სპილო საკულტო ცხოველია, განაცხადა ტურემ პრესკონფერენციაზე ნაირობიში, - მოგეხსენებათ, კოტ’დივუარის ნაკრების მეტსახელიც “სპილოებია,” რადგან ეს შესანიშნავი ცხოველი ძალაუფლებისა და მშვენიერების ნაზავია.