“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ თავისი უმცროსი ძმის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, კოლოსა და იაია ტურეების უმცროსი ძმა იბრაიმი სიმსივნით გარდაიცვალა.
“სეზონის დასრულების შემდეგ, “სიტის” ხელმძღვანელობას 4-5 დღით გათავისუფლება ვთხოვე, რათა მომაკვდავ და მწოლიარე ძმასთან ცოტა დრო გამეტარებინა. ამის შემდეგ, კოტ’დივუარის ნაკრებთან ერთად მუნდიალისთვის მოვემზადებოდი. სამწუხაროდ, “სიტიმ” დასვენების საშუალება არ მომცა.
საბოლოოდ, აბუ დაბიში ჩემპიონის ტიტულის აღსანიშნად წავედი, ამ დროს კი, ჩემი ძმა საავადმყოფოში იწვა. საბედნიეროდ, ჩემი ძმა კოლო მასთან ერთად იყო. ვნანობ, რომ “სიტის” ხელმძღვანელობისგან მეტი პატივისცემა არ ვერ დავიმსახურე და ჩემს ძმასთან არ წავედი. მომხდარზე ძალიან ვწუხვარ. მესმის, რომ უკანასკნელ კვირებში, ჩემი ძმისთვის სასიკეთო არაფერი გამიკეთებია”, - განუცხადა იაია ტურემ ბრიტანულ მედიას.