კოტ’დივუარის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ Marca-სთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოლოდინზე ისაუბრა და თავისი პროგნოზიც გააკეთა.
“იმედია, მუნდიალის ნახევარფინალში აფრიკული ნაკრებიც გავა. ვფიქრობ, ეს ჩვენი კონტინენტისთვის კარგი შედეგი იქნება. ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად კი ესპანეთს მივიჩნევ. მეორე ფავორიტი ბრაზილიაა. კონფედერაციათა თასის ფინალში სწორედ მათ ითამაშეს. ბრაზილიელებმა 3:0 მოიგეს, მაგრამ არამგონია ეს ძალების რეალური თანაფარდობა იყოს. იმ მატჩის შედეგი სავარაუდოდ დამქანცველმა სეზონმაც განაპირობა” – განაცხადა ტურემ.
კოტ’დივუარს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია. 16 ნოემბერს მას პლეი ოფის საპასუხო მატჩი ელის სენეგალში. პირველი შეხვედრა კოტდივუარელებმა შინ 3:1 მოიგეს.