“ჩელსისთან” წუხელ წაგებული მატჩის შემდეგ (1:2), “მანჩესტერ სიტის” კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე ფიფას ვიცე-პრეზიდენტ ჯეფრი უებს შეხვდა, რომელიც რასიზმთან ბრძოლის საკითხებს კურირებს. მათ კარგა ხანს უსაუბრიათ. რა მოილაპარაკეს არავინ იცის, თუმცა ტურე შეხვედრიდან კმაყოფილი გამოსულა. შეგახსენებთ, რომ ტურეს განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მოსკოვის ცსკა-სა და “სიტის” შორის, არმიელთა გულშემატკივრები რასისტულ სიტყვებს გაჰყვიროდნენ და ამისათვის ისინი ან კლუბი მკაცრად უნდა დაისაჯონ.