ფეხბურთი

15:38 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე: “ბარსელონას” ქომაგი ვარ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში, “ნოუ კამპზე”, “ბარსელონას” კარში გატანის შემთხვევაში სიხარულს არ გამოხატავს. 30 წლის კოტდივუარელმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით კატალონიური კლუბისადმი პატივისცემა გამოხატა, რომლის ღირსებასაც 2007-2010 წლებში იცავდა.

“მე “ბარსელონას” ქომაგი ვარ და ამ გუნდის კარში გოლის გატანის შემთხვევაში არ ვიზეიმებ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდის გულშემატკივრები არ გავაღიზიანო” – ციტირებს ტურეს სიტყვებს ესპანური პრესა.

0.131131