“ევერტონთან” სტუმრად გამარჯვების შემდეგ (3:2) “მანჩესტერ სიტი” ისევ პრემიერლიგის ლიდერი გახდა. ამან “ქალაქელთა” კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დიდად გაახარა და ჟურნალისტებსაც გულახდილად ესაუბრა: “ახლა უკვე მჯერა, რომ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით. ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ სამი ქულა მაინც ავიღეთ და თუ წლეულს ტიტული ვერ მოვიპოვეთ, მთელი გუნდი გაწბილებული დარჩება. თუმცა წინ ორი მატჩი კიდევ გველის “ასტონ ვილასთან” და “ვესტ ჰემთან,” ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოით,” – უთხრა ტურემ Goal.com-ს.
შეგახსენებთ, რომ “სიტის” და “ლივერპულს” ახლა თანაბარი ქულები აქვთ და მანჩესტერელები პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით არიან (+9).