კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების იაია და კოლო ტურეს უმცროსი ძმა, იბრაჰიმ ტურე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია კოტდივუარის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
იბრაჰიმ ტურე ლიბანში ბეირუთის "საფაში" თამაშობდა. ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ისიც უცნობია, ძმები ტურეები, ჩ ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებენ თუ არა. ტურეების უმცროსი ძმა ამპლუით თავდამსხმელი გახლდათ.
გიორგი ბალახაძე