ფეხბურთი

1:12 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

იაგიელკა ერთ თვეს გამოტოვებს

ინგლისური “ევერტონის” მცველი ფილ იაგიელკა გუნდის ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება. 31 წლის მცველს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.118468