გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდმა კლას-იან ჰუნტელარმა ძალების ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯვის სურვილი გამოთქვა. “ბილდის” ცნობით, ჰოლანდიელი ნისლიან ალბიონზე გადასვლას ზაფხულში გეგმავს.
“შალკესთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი დამრჩა. ლოგიკურად, ჩემი საკითხი ზაფხულში უნდა გადაწყდეს. ინგლისი? პრემიერლიგაში თამაშზე სერიოზულად ვფიქრობ. თუკი ამის შანსი მომეცემა, არც დავფიქრდები, ისე დავთანხმდები. ამ ეტაპზე, მხოლოდ “შალკეზე” ვფიქრობ და მინდა, გუნდს ჩემპიონთა ლიგაში დავეხმარო”, - განაცხადა 30 წლის მეგოლემ.
ცნობისათვის, გერმანიის გარდა, ჰუნტელარს ჰოლანდიის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში უთამაშია.