„შალკეს“ თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას უთხრა, რომ ჯერ მზად არაა კლუბთან ახალ კონტრაქტზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოიცლის.
„მიუხედავად იმისა, რომ „შალკეში“ თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ამ ეტაპზე ვერ ვფიქრობ. საკმაოდ საინტერესო ზაფხული მოდის - წინ მსოფლიო ჩემპიონატია. მოლაპარაკების მაგიდას კი მუნდიალის შემდეგ მივუჯდებით“ - განაცხადა ფორვარდმა.
კლას-იან ჰუნტელაარსა და „შალკეს“ შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2015 წელს ეწურება.