ფეხბურთი

21:12 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი კვლავ ტრავმირებულია

გერმანული “დორტმუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მატს ჰუმელსმა მორიგი ტრავმა მიიღო და ის გუნდს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ნოემბრის შემდეგ უთამაშებელი ჰუმელსი გუნდს რამდენიმე დღის წინათ დაუბრუნდა, მაგრამ 25 წლის ცენტრალურმა მცველმა მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ეს 31 იანვარს, “ბრაუნშვაიგთან” გამართულ მატჩში მოხდა.

4 თებერვალს, “დორტმუნდი” დიუსელდორფის “ფორტუნას” ამხანაგურად გაეჯიბრა და ჰუმელსმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ფეხბურთის თამაშს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდელთა მე-15 ნომრის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში თამაში საეჭვოა. 25 თებერვალს, გერმანელები “ზენიტს” ეწვევიან, მანამდე კი, ისინი ბუნდესლიგაში სამ და გერმანიის თასზე ერთ თამაშს ჩაატარებენ.

0.117904