ფეხბურთი

12:01 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსი “ბორუსიას” ერთგულია

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა მატს ჰუმელსმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. 25 წლის ფეხბურთელს “ბორუსიის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

“გრანდში თამაში ჩემი ოცნება ნამდვილად არაა. მე სულით და გულით “ბორუსიას” წევრი ვარ და მირჩევნია ამ გუნდის სახელით ერთჯერ მოვიგო ჩემპიონთა ლიგის თასი, ვიდრე თუნდაც ექვსჯერ სხვა რომელიმე სუპერკლუბთან ერთად” – განაცხადა ჰუმელსმა.

მიმდინარე სეზონში მატს ჰუმელსმა ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის შეძენით რამდენიმე ძლიერი ევროპული კლუბია დაინტერესებული. მათ შორის “ბარსელონაც”.

 

 

0.102913